სამართალი
ყვარელში 17 წლის ბიჭი მოკლეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში 17 წლის მოზარდი იარაღით მოკლეს. ადგილობრივების თქმით, ის სოფელ ენისელში ცხოვრობდა და ალმატში მამიდასთან სტუმრად იმყოფებოდა.
მათივე ცნობით, ბიჭს თანასოფლელებმა მიაკითხეს და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ის ყვარლის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსოერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და უკვე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მომდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google