სამართალი
ოქროსა და ბრილიანტის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე, ანარ მამადოვი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აზერბაიჯანიდან საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“ გავლით უკანონოდ შემოიტანა არადეკლარირებული, უმაღლესი სინჯის ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტისგან დამზადებული საიუველირო ნაწარმი, რომელთა საერთო ღირებულება  33 000 ლარს შეადგენას. საგამოძიებო სამსახურმა ანარ მამადოვი სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას დააკავა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.
| Print |
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.