სამართალი
ალაზანზე უკანონო თევზჭერის ფაქტს სასამართლო განიხილავს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე სამართალდამრღვევი თევზაობდა ე.წ. ვენტერით.
სამართალდამრღვევს ჩამოერთვა სამართალდარღვევის იარაღები და დაილუქა.

მასალები გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თევზჭერა /