სამართალი
დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს.


სამართალდამცველებმა, 1977 წელს დაბადებულს რაფიქ ა.-სგან 10,6786 გრამი ჰეროინი, 0,05316 გრამი მორფინი და 0,09058 გრამი კოდეინი ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს
(საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
| Print |
FaceBook Twitter Google