სამართალი
შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი რუსეთის მოქალაქე დააკავა
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამმართველოს (თბილისის აეროპორტი) თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით გასვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი ტატიანა პ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ის 2011 წლიდან საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. 1986 წელს დაბადებული  ტატიანა პ. რუსეთის მოქალაქეა.

მას ბრალი ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს.

ამ დროისთვის ტატიანა პ.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს / ინტერპოლი /