სამართალი
კისისხევში შვილმა მამა დაჭრა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში 22 წლის ბიჭმა მამა დაჭრა. სამართალდამცველები მას ამ წუთებშიც ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მათ შორის დაპირისპირება ოჯახური კონფლიქტის გამო დაიწყო. დაჭრილი თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე  სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები წინანდალი / შსს /