სამართალი
მამის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია
პოლიციამ მამის დაჭრაში ბრალდებული 22 წლის მამაკაცი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან წუხელ, გვიან ღამით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, მამა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მათ შორის დაპირისპირება ოჯახური კონფლიქტის გამო დაიწყო. დაჭრილი თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google