სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე განათლების სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს [Video]
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,ქრთამის აღების ფაქტზე, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სამშენებლო - საპროექტო სამსახურის მენეჯერი, დავით მაღრაძე დააკავა.


როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულმა, გამოიყენა რა სამსახურეობრივი მდგომარეობა და ავტორიტეტი, ერთ-ერთ მეწარმეს, შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვადაზე ადრე მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით, მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი. დავით მაღრაძე საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების დროს დააკავა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს / ქრთამი /