სამართალი
სუს-მა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ააიპ „ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავების და კომუნალური მომსახურების სამსახურის“ დირექტორი დავით ღ.
დააკავეს.


როგორც გამოძიებამ დაადგინა, დავით ღ. საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ნაგვის ურნების სარემონტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა, აღნიშნული სამუშაოების ააიპ „ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურ“-ში შეუფერხებლად მიღება-ჩაბარებას
დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და გამოართვა 2500 ლარი.

გამოძიება კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6 წლამდე ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სუსი / დაკავება /