სამართალი
შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული რამაზ მ. ნარკოდანაშაულისთვის ხობში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 30 აბი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმებით, რამაზ მ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ნარკოტიკი / შსს /