სამართალი
სადახლოზე 25731.46 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“ არადეკლარირებული ოქროს ზოდების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.


მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის ავტომობილის დათვალიერებისას, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, საერთო წონით 250.07 გრ. 5ც ოქროს ზოდი აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 25731.46 ლარი შეადგინა.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სადახლო / ოქრო /