სამართალი
სიღნაღში მამაკაცმა შვილებსა და მეუღლეს სცემა
კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სიღნაღის რაიონული სამმართველო ოჯახური ძალადობის ფაქტს იძიებს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მამაკაცმა მეუღლეს, ასევე 6 და 15 წლის შვილებს სცემა.
საქმე 11 პრიმა 126-ე მუხლით არის აღძრული, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს. სისხლის სამართლის კოდექსით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, −
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ;
ბ) არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ;
დ) პირთა ჯგუფის მიერ;
ე) არაერთგზის, −
ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას საათამდე, თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

| Print |
FaceBook Twitter Google