სამართალი
მეუღლის მკვლელობის ბრალდებით 26 წლის მამაკაცი დააკავეს
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, ისანი-სამგორის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული ნოვრაზ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სოფელ ფონიჭალაში, გამთენიისას, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - 1996 წელს დაბადებულ კიუნაი ი.-ს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კიუნაი ი. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მკვლელობა / შსს /