სამართალი
სოფელ კონდოლში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ალაზანზე მოქალაქეები თევზაობდნენ მოსასმელი ბადით. სამართალდამრღვევებს ჩამოერთვათ სამართალდარღვევის იარაღები და სხვადასხვა სახეობის თევზი.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
| Print |
FaceBook Twitter Google