სამართალი
გლდანში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლევან კ. და 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ივანე ლ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ბრალდებით, ხოლო 1969 წელს დაბადებული თემურ გ. ქურდობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან კ. და ივანე ლ., თემურ გ.-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში, გლდანის „ა“ მიკრორაიონში, 1936 წელს დაბადებული მ. მ.-ს ბინაში შევიდნენ. ბრალდებულებმა ქალბატონი გაგუდეს და თანხა და ძვირფასეულობა წაიღეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში დააკავეს. ნაქურდალი ფული და ძვირფასეულობა ამოღებულია ნივთმტკიცებად. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ლევან კ.-ს და ივანე ლ.-ს მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში
ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 109-ე და 177-ე მუხლებით), ხოლო თემურ გ.-ს მიმართ ქურდობაში თანამონაწილეობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 25-177-ე მუხლით).
| Print |
FaceBook Twitter Google