შსს-ს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში
რამდენჯერმე ნასამართლევი ძმები: 1972 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჩ. და
1972 წელს დაბადებული კახაბერ ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში,
დაკავებულების კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან „ა-კა-ემ“-ის მოდელის
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ა-კა 74“-ის მოდელის 2 ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი და 14 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. სიღნაღის
რაიონის სოფელ საქობოში, დაკავებულების საცხოვრებელი სახლიდან ასევე
ამოღებულია „იჟ 56“-ის მოდელის
ორლულიანი კომბინირებული თოფი და 16 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის
დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი ვარგისია სროლისთვის. ორივე
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის
ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2
ნაწილებით).
მასალის გამოყენების პირობები