სამართალი
საგადასახადო სამართალდარღვევის 768 ფაქტი გამოვლინდა
11-17 ივლისს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 768 ფაქტი გამოვლინდა.


კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 7579 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 49 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 127 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 592 შემთხვევა.
| Print |
FaceBook Twitter Google