სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.


სამართალდამცველებმა, 1983 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის სონერ დ. -ს  პირადი ჩხრეკისას, 49,73 გრამი ჰეროინი ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე  (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს. / ნარკოტიკი /