სამართალი
ყარაჯალაში ერთი წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში წლინახევრის ბავშვი ოჯახის წევრებმა აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მცირეწლოვანი პროზექტურაში გადაასვენეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.
| Print |
FaceBook Twitter Google