სამართალი
სამი მოქალაქე კუსტარულად დამზადებულ სარეცხ ფხვნილს "PERSIL“-ის და "ARIEL“-ის შეფუთვით ყიდდა [Video]
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინა.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ მოქალაქეები - გადირ ახმედივი, ოქტაი მამედოვი და ალი ნურიევი, საქართველოს ტერიტორიაზე ახდენდნენ იაფფასიანი სარეცხი ფხვნილის კუსტარული წესით დამზადებას და ათავსებდნენ ცნობილი ბრენდების, ”PERSIL”- ისა და ”ARIEL”- ის პაკეტებში შემდგომში რეალიზაციის მიზნით. საგამოძიებო სამსახურის მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწარმოებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ გამზადებული ფალსიფიცირებული სარეცხი საშუალებები.

საქმეზე  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით.


| Print |
FaceBook Twitter Google