სამართალი
ყვარელში სახერხზე უკანონოდ მოჭრილი ხეები აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ყვარლის მუნიციპალიტეტში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს.

საწარმოების ტერიტორიაზე დასაწყობებული იყო უკანონოდ მოპოვებული წიფლის სახეობის უკანონო მორები. ასევე, საწარმოებს არასწორად ჰქონდათ ნაწარმოები სახერხი საამქროს ელექტრონული ჟურნალები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
| Print |
FaceBook Twitter Google