სამართალი
დედოფლისწყაროში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 4 ფაქტი გამოავლინეს.


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამრღვევები გადამფრენ ფრინველზე აკრძალულ დროს ნადირობდნენ. მოქალაქეებს თან ჰქონდათ გაუფორმებელი სანადირო იარაღები.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ჩამორთმეული და დალუქული იქნა სანადირო თოფები.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
| Print |
FaceBook Twitter Google