შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის ექვსმა
მაცხოვრებელმა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და
საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.
სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის
განკუთვნილი 1150 საბრძოლო ვაზნა, 50 ხელყუმბარა, ხელყუმბარის 3
დეტონატორი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის 8 დეტონატორი, 5
ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, ჭურვების სასროლი 1 მოწყობილობა, 1 საკვამლე
კოჭა და 1 კილოგრამი ტროტილი.
აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.
მასალის გამოყენების პირობები