სამართალი
1000 ლარიანი ჯარიმა ჟურნალისტის ცემაში ბრალდებულს
ჟურნალისტ რომან ქევხიშვილის ცემაში ბრალდებულს, პარტია "სოციალისტური საქართველოს" წევრს თემურ ფიფიას, აღმკვეთის ღონისძიების სახით თელავის რიაონულმა სასამართლომ 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
პროკურატურამ სასამართლოს 5000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

მორიგი სასამართლო სხდომა 9 სექტემბერს ჩაინიშნა.

4 აგვისტოს თელავში „სოციალისტური საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის დაწყებამდე დაპირისპირება მოხდა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თემურ ფიფიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ კორესპონდენტს რომან ქევხიშვილს დაარტყა, რის შემდეგაც ქევხიშვილმა მისი მისამართით კვერცხები ისროლა.



| Print |
FaceBook Twitter Google