სამართალი
პანკისელ დავით ბორჩაშვილს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის 12 წელი მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ტერორისტული ორგანიზაციის წევრის მიერ ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობასა და ამ ორგანიზაციის სახელით ოპერაციების განხორციელებაში ბრალდებული დავით ბორჩაშვილი დამნაშავედ სცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ დავით ბორჩაშვილი გაწევრიანებული იყო სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია - „ერაყისა და ლევანტას ისლამურ სახელმწიფოში“. იგი სირიის რესპუბლიკაში შეუერთდა ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს და ტერორისტული ორგანიზაციის სახელით მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა შეიარაღებულ-საბრძოლო მოქმედებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მას სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

სამართალდამცავებმა ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით პანკისელი 29 წლის დავით ბორჩაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2015 წლის ნოემბერში დააკავეს.

| Print |
FaceBook Twitter Google