სამართალი
ყვარელში 75 წლის ქალი სავარაუდოდ ჯერ გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შაქრიანში 75 წლის მოკლულ ქალბატონთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, ის ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს.
ქალბატონი სახლში მარტო ცხოვრობდა, ამიტომ მას მეზობლები პატრონობდნენ. მოხუცს ერთი შვილი ჯარში მოუკლეს, მეორე კი თბილისში იმყოფებოდა.

„საწებელი უნდა გაეკეთებინა, პომიდვრის ფული წინასწარ ჰქონდა გადახდილი. მიუტანეს და სახლში რომ არ დახვდათ თბილისში მის შვილს დაურეკეს. ჩამოვიდა და დედამისი რომ ვერ იპოვა პოლიციას შეატყობინა.“- აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

სამარათალდამცველებმა ცხედარი დღეს დილით ქვევრში იპოვეს. ზემოდან მიწა ჰქონდა დაყრილი.

პოლიციამ ამავე სოფელში მცხოვრები წარსულში ნასამართლევი რამდენიმე პირი დაკითხა.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელიბას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

| Print |
FaceBook Twitter Google