სამართალი
პოლიცია ყოფილი პარლამენტარის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის ახალგაზრდას ეძებს
ყოფილი პარლამენტარის ნოდარ მოდებაძის მკვლელობაში ბრალდებული, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მცხოვრები, 19 წლის ავთო ზაალიშვილი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ 10 აგვისტოს, ღამით, პოლიციამ მისი დაკავება მისსავე საცხოვრებელ სახლში სცადა, თუმცა ახალგაზრდამ გაქცევა მოახერხა. როგორც speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

-" ამ ინფორმაციას არ ვადასტურებთ. მის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს."

66 წლის ნოდარ მოდებაძე, რვა აგვისტოს საღამოს საათებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში სანადირო თოფით მოკლეს. საქმე სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

ის 1950 წლის 20 ნოემბერს დაიბადა. საქართველოს პარლამენტში ბლოკ "საქართველოს აღორძინებას" წარმოადგენდა.



| Print |
FaceBook Twitter Google