სამართალი
ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი ლაგოდეხში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში გადამოწმების მიზნით გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო წიფლის სახეობის მეორე ხარისხის ხე-ტყე. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
| Print |
FaceBook Twitter Google