სამართალი
საგადასახადო სამართალდარღვევის 251 ფაქტი გამოვლინდა
8 - 14 აგვისტოს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო სამართალდარღვევის 251 ფაქტი გამოვლინდა.


კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 4,423 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 17 ფაქტი; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 38 შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 196 ფაქტი.
| Print |
FaceBook Twitter Google