სამართალი
სიღნაღის სასამართლომ დის გაუპატიურებაში ბრალდებული უდანაშაულოდ სცნო
კახეთის ერთ-ერთ სოფელში, 17 წლის ბიჭი, რომელსაც  საკუთარი დის გაუპატიურება ედებოდა ბრალად სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ გაამართლა.
გამამრთლებელი განაჩენი, მოსამართლე, გიორგი ბუხრაშვილმა გამოიტანა. აღნიშნული  გადაწყვეტილება  სიღნაღის პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ცნობისთვის, შემთხვევა 2016 წლის თებერვალში გახმაურდა.  მეზობლები საუბრობდნენ, რომ 15 წლის გოგონა საკუთარი ძმისგან დაორსულდა და 8 თვის ფეხმძიმე იყო. არასრულწლოვანი გოგონას ძმა პოლიციამ დააკავა  და ბრალი გაუპატიურების მუხლით წარედგინა. მოგვიანებით კი 3000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სიღნაღი /