სამართალი
უკანონო ნადირობის ფაქტი ლაგოდეხში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამრღვევი გადამფრენ ფრინველზე ნადირობისათვის აკრძალულ პერიოდში ნადირობდა. ნადირობისას 2 ცალი მწყერი ჰქონდა მოპოვებული.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. სამართალდარღვევის იარაღი ჩამოერთვა და დაილუქა.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოში.
| Print |
FaceBook Twitter Google