სამართალი
გურჯაანსა და ახმეტაში ტყის უკანონო ჭრის ფაქტი დაფიქსირდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

გურჯაანის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გადამოწმების მიზნით გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე განთავსებული იყო უკანონოდ მოჭრილი რცხილას სახეობის ხე-ტყე. მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს სათანადო დოკუმენტაცია.შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
| Print |
FaceBook Twitter Google