სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა 18 კილოგრამი ოქროს ზოდები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვები პუნქტის „წითელი ხიდი“-ს კონტროლის ზონაში სხვადასხვა სინჯისა და წონის არადეკლარირებული ოქროს ზოდები (19 ცალი) საერთო წონით 18.6 კილოგრამი აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა უკანონო ტვირთი აზერბაიჯანის მოქალაქის, ა.ი-ს სატრანსპორტო საშუალების რენტგენო-სკანერზე გაშუქებისა და დეტალური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს. ოქროს სხმულები ავტომობილის უკანა სავარძლის საზურგესა და საბარგულს შორის არსებულ სპეციალურ სამალავშიიყო.  საქონლის საბაჟო ღირებულებამ 1 322 763 ლარი შეადგინა.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ოქრო / საბაჟო /