სამართალი
მდინარე ალაზანზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსმა სპეციალისტებმა თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზნის კალაპოტი გადაკეტილი იყო ე.წ. ოჩხით. მოქალაქე ღამის საათებში ახდენდა თევზჭერას.
სამართალდამრღვევს ჩამოერთვა სამართალდარღვევის იარაღი ე.წ. ოჩხის ფარის ჩამკეტი ბადე. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ სამმართველოში, ხოლო ,, ოჩხი“ კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა დაშალეს.
| Print |
FaceBook Twitter Google