სამართალი
სიღნაღში, საგარეჯოში და ლაგოდეხში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 3 ფაქტი გამოავლინეს.

სიღნაღის, საგარეჯოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეები მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გარეშე ნადირობდნენ. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
| Print |
FaceBook Twitter Google