სამართალი
კახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის 5 ფაქტი გამოავლინეს.

ლაგოდეხის, ახმეტის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს წიფლის, რცხილის და მუხის სახეობის ხეები.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ხე ტყე / კახეთი /