სამართალი
შსს-მ 2015 წელს მომხდარი მკვლელობა გახსნა
შსს-ს  თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული გ.მ. ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით
მესტიის რაიონში დააკავეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, დაკავებულმა 2015 წლის 19 ნოემბერს, თბილისის ზღვის მახლობლად, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, მისი დის მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 111-108-ე მუხლით).
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს / მკვლელობა /