შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების
უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული რ. გ. დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების
ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ რ. გ.-მ ნარკოტიკული საშუალება მოქალაქეს
მიჰყიდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 3 შეკვრად დაფასოებული 0,4773 გრ
ჰეროინი და 7 აბი „ტრამადოლი“ ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე
ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის
ნაწილი.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვისა და გასღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს
სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-5 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით).
მასალის გამოყენების პირობები