სამართალი
ახმეტაში მოქალაქე პროჟექტორის გამოყენებით ნადირობდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორბალოს ტერიტორიაზე სამართალდამრღვევი  ე.წ პროჟექტორის გამოყენებით ნადირობდა.
სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები დაილუქა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა რაიონულ სასამართლოს.
| Print |
FaceBook Twitter Google