სამართალი
ხე-ტყის უკანონო ჭრის 8 ფაქტი კახეთში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის და ტრანსპორტირების 8 ფაქტი გამოავლინეს.


ლაგოდეხის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს წიფლის, რცხილის და ნეკერჩხლის სახეობის ხეები და მოახდინეს მათი ტრანსპორტირება. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
| Print |
FaceBook Twitter Google