სამართალი
სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, თურქეთის მხრიდან შემოსული მოქალაქის ავტომობილის დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (1071,84 გრ.) აღმოაჩინეს.

საქონლის საბაჟო ღირებულებამ 61,405,71 ლარი შეადგინა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს გადაეცა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ოქრო / სარფი /