სამართალი
სიღნაღში გადამფრენ ფრინველებზე "პროჟექტორით" ნადირობდნენ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის 2 ფაქტი გამოავლინეს.
მათი ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის ტერიტორიაზე მოქალაქეები ნადირობდნენ გადამფრენ ფრინველზე ე.წ. "პროჟექტორის" გამოყენებით.

მათ სამართალდარღვევის იარაღები ჩამოერთვათ და დაილუქა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შესაბამის რაიონულ სასამართლოს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ნადირობა /