სამართალი
საგარეჯოში სამართალდამრღვევები პროჟექტორით ნადირობდნენ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.


საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სამართალდამრღვევები ე.წ. პროჟექტორის გამოყენებით ნადირობდნენ და მოკლული ჰყავდათ 10 ცალი მწყერი. სამართალდარღვევის იარაღები ჩამოერთვათ და დაილუქა. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილი იქნა შესაბამის რაიონულ სასამართლოში.
| Print |
FaceBook Twitter Google