სამართალი
თუშეთში ავარიას 7 და 11 წლის ბავშვები ემსხვერპლნენ
თუშეთის გზაზე, ,,თორღვას აბანოების“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ლენდკრუიზერის“ მარკის ავტომობილი სიმაღლიდან ხრამში გადავარდა.
ავტომობილით ისრაელის მოქალაქეები მგზავრობდნენ. ისინი თუშეთიდან ბრუნდებოდნენ. შემთხვევის შედეგად 5 და 10 წლის ბავშვები ადგილზე დაიღუპნენ, საავადმყოფოში არიან გადაყვანილი მათი მშობლები, ასევე 7 და 11 წლის ბავშვები.

თუშეთში გამგებლის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ ძლიერი ნისლი და უამინდობა გახდა.

მოხდართან დაკავშირებით  სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თუშეთი / ავარია /