სამართალი
შსს-მ 2013 წლიდან ძებნილი დააკავა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ხობის რაიონული
სამმართველოს მიერ 2013 წლიდან ძებნილი, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ. ლ. თბილისში დააკავეს.


დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სსკ-ის 378-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მსჯავრდებულისათვის აკრძალული საგნის გადაცემას გულისხმობს. სამართალდამცველებმა, ბ.ლ.-ს პირადი, ასევე, დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს / ძებნილი /