სამართალი
სამართალდამცველებმა "ბიო“-ს უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1968 წელს დაბადებული თ.მ. თბილისში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 150 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს.

გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შსს / პოლიცია / ბიო /