სამართალი
ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.


როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 სექტემბერს ორთაჭალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნითა და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ ზ.შ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული რუსთავში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  (საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით) მიმდინარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google