სამართალი
გურჯაანის პოლიცია "ენმ"-ს წევრზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს სწავლობს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულმა სამმართველომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მაზანიშვილის შესაძლო მუქარის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.
როგორც speqtri.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულით სამართალდამცველები მედიაში გარცელებული ინფორმაციის შემდეგ დაინტერესდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" ცნობით,  "ქართული ოცნების" კოორდინატორი კაჭრეთის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს ემუქრება. გივი რამაზაშვილი, მეტსახელად "ჭახანა", ნიკა მაზანაშვილს 30 ოქტომბერს კომისიაში მისვლაზე უარის თქმას აიძულებს.
პარტიამ შესაბამისი აუდიომასალაც გაავრცელა:

გივი რამაზაშვილი - შენ 30-ში, დილით ტელეფონს თიშავ და კომისიაში აღარა ხარ, საერთოდ გაქრი აქედან.

ნიკა მაზანაშვილი - ეგ დაშინებას გავს ხო?

გივი რამაზშვილი - გაშინებ, წყნარად გაშინებ იცოდე, გეუბნები, წყნარად იყავი და ტ...ი დააჭირე, მეორედ აღარ დაგინახო კომისიაში მისული. მთავრობამ გაიმარჯვა და ბოლომდე გავიმარჯვებთ. ყ... მკიდია ვინ დამიდგება წინ.
| Print |
FaceBook Twitter Google