სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ლ.მ. თბილისში დააკავეს.


სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „პე-ეს-ემ“-ის სისტემის უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 4 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
| Print |
FaceBook Twitter Google