სამართალი
თაღლითობის ფაქტზე რუსთავის მე-16 დაწესებულების ინსპექტორი დააკავეს
სუს-მა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციალური სისტემის რუსთავის N16-ე დაწესებულების ინსპექტორი ნათელა ჯინჭარაძე დააკავეს.



როგორც გამოძიებამ დაადგინა, ნათელა ჯინჭარაძე მოქალაქეს თავისი ახლობლის, ქ.რუსთავის N17-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც გამოართვა 7000 აშშ დოლარი , რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
| Print |
FaceBook Twitter Google